Sunday, May 7, 2017

დღე 9

ტრენინგის ბოლო დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვისმინე ჯგუფის წევრების უკუკავშირი და რჩევები.შემდეგ ჯგუფის ყველა წევრმა წარადგინა თავისი პროექტი და მოისმინა უკუკავშირი სხვა წევრებისგან.
 INTEL-ის ტრენინგმა გამარკვია პროექტებით სწავლების ნიუანსებში. გამიზარდა მოტივაცია და დამარწმუნა იმაში, რომ სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელია,მოსწავლეთა ინტერესის ასამაღლებლად. მე გადავწყვიტე ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში ხშირად გამოვიყენო ის უნარჩვევები, რაც ინტელის ტრენინგზე შევიძინე. აქ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ პროექტებით სწავლების მეთოდი ძალზე ნაყოპიერია და მინდა ხშირად  გამოვიყენო სასწავლო პროცესში.

Saturday, May 6, 2017

მერვე დღე

დრეს გავეცანი და განვიხილეთ მე7 მოდული,რის შემდეგაც გავერკვიე თუ როგორ გავუწიო კლას დახმარება ტექნოლოგიების გამოყენებით,კერძოდ ციფრულ-ელექტრონული. გათვალისწინებული იქნება მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეს ტექნოლოგიების გამოყენება კონკრეტული მიმართულებით პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადებაში.

Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღე

გავეცანით მოდული  6.როგორ უნდა შეუწყო ხელი მოსწავლის მოტივაციის გაზრდას ჩართულობისთვის.როგორ დავასაქმო მოსწავლე მისი ინტერესებიდან გამომდინარე.ვაძლევ დავალებას ინფორმაციის მოსაპოვებლად.ზოგს ანალიზს ვთხოვ გააკეთოს კვლევიდან გამომდინარე.

Sunday, April 23, 2017

დღე 5

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით და გავაანალიზეთ უკუკავშირის ფორმები. გავუკეთედ ურთიერთ უკუკავშირის ფორმების გათვალისწინებით. მივეცით რეკომენდაციები პროექტის დასახვეწად. შემდგომ შევქმენით ჯიმაილზე გჯუფი და განვახორციელეთ ინფორმაციის გაცვლა. გავაცნობიერე,რომ გჯუფის შექმნა გაგვიადვილებს და გაგვიხალებს ნებისმიერ საქმიანობას.შემდგომ გადავედით მეოთხე მოდულზე, სადაც განვიხილეთ ინტერნეტ ლინკებზე მუშაობის სპეციფიკა. შემდგომ მზა სლაიდშოუს მაგალითზე გავაანალიზეთ და ნათლად დავინახეთ სლაიდ შოუს შედგენის საფეხურები და თავისებურებები,რის შემდგომაც მოსწავლის როლში ვიმუშავეთ სლაიდშოუზე. ვფიქრობ, მოცემული საშინაო დავალება ბერ რამეზე დამაფიქრებს და მომცემ ჩემი საქმიანობის პროგრესის საშუალებას.

Saturday, April 22, 2017

დღე 4

 დღევანდელი ტრენინგი ძალზე ნაყოფიერი იყო ჩემთვის,იმდენად რამდენადაც, გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს  და განვსაზღვრე  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. როგორ და რომელ ეტაპზე  გამოვიყენო თითოეური მათგანი.  ამან კიდევ ერტხელ დამაფიქრა ჩემს პედ.პრაქტიკაზე  და მივხვდი რომ ჩემი შეფასებები   კიდევ ერთხელ დაფიქრებას საწიროებს.

Sunday, April 9, 2017

დღე 3

დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის იყო ძალზე მნიშვნელოოვანი და სასარგებლო ,იმ თვალსაზრისით რომ გავერკვიე თუ როგორ უნდა შევადგინო და გავაფორმო ბუკლეტი.რა ძირითადი შინაარსი უნდა იყოს გადმოცემული მასში. ჩემთვის ცოტათი ბუნდოვანი იყო პროექტის მიზნის ზუსტად ჩამოყალიბება,ხოლო დღევანდელმა მუშაობამ გამარკვია და დამაძლევინა ეს საკითხი. მე გავერკვიე და კარგად გავიგე თუ რა საკვანძო კითხვები უნდა გამოვყო ჩემს მიერ შერჩეულ პროექტში. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის არის ის რომ განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების ნიმუშები და გავიგე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორად ფორმულირებული კითხვები.შევიმუშავეთ კითხვების სპეციფიკა.დღევანდელმა ტრენინგმა ამიმაღლა  პროექტებზე მუშაობის ცოდნა და უნარ ჩვევები.

Saturday, April 8, 2017

დღე 2

 დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი იქედან გამომდინარე, რომ დაწვრილებით გავეცანი და გავიგე სასწავლო პროექტზე მუშაობის მოთხოვნებს.ვისწავლე თუ როგორ შევარჩიო პროექტის თემა ეროვნული სასწავლო სტანდარტიდან გამომდინარე. ჩამოვაყალიბე და გავწერე პროექტის დასახელება და შინაარსი.ტრენინგზე შეძენილი უნარ- ჩვევები დამეხმარება მომავალი სასწავლო 21 საუკუნის ტიპის გაკვეთილების დაგეგმვაში და წარმართვაში.

დღე 9

ტრენინგის ბოლო დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვისმინე ჯგუფის წევრების უკუკავშირი და რჩევები.შემდეგ ჯგუფის ყველა წევრმა წარადგი...